მარნეულის ისტორიაში პირველად მერობისათვის ქალი კანდიდატი იბრძოლებს

მარნეულის ისტორიაში პირველად მერობისათვის ქალი კანდიდატი იბრძოლებს. პარტია „შენების მოძრაობამ“ მარნეულში ლეილა მამედოვა დაასახელა. მან ინფორმაცია დაგვიდასტურა. ვრცელი კომენტარისგან კი თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ ოფიციალური წარგდენის შემდგომ ისაუბრებს . მის კანდიდატურას შენების მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძვნებელი, ქამილ ალიევიც ადასტურებს: „გენდერული თანასწორობა დაცული რომ იყოს ჩემი ინიციატივით შევარჩიეთ მისი კანდიდატურა, მან უკვე რეგისტრაციაც გაიარა“
ქამილ ალიევმა თქვა, რომ ოფიციალური წარდგენა ატაჰოლდინგის ცენტრში, 22 სექტემბერს 12 საათზე ლიდერების მონაწილეობით გაიმართება.
ლეილა მამედოვამ აქტიური მოღვაწეობა არასამთვარობო ორგანიზაციებში 1988 წლიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში ის სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.
პარტია “შენების მოძრაობა” ახალი დაარსებულია, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაარსა.
ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ!
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments