რას ფიქრობენ მარნეულელები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე

მარნეულის მუნციპალიტეტში “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატი შეცვალა. რას ფიქრობენ ადგილობრივები პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ჩვენი ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.

პარტია “ქართული ოცნების” მარნეულის ახალი მერობის კანდიდატის, თეიმურაზ აბაზოვის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია რადიო “მარნეულისათვის” ჯერ კიდევ უცნობია.

18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციისთანავე, სადაც “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტები ცდილობდნენ ახალი კანდიდატის შესახებ მასალების მოძიებას.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, “ქართული ოცნების” ადგილობრივ და ცენტრალურ პიარ განყოფილებებს, მაგრამ ამ დრომდე არავის არააქვს ინფორმაცია თუ ვინ არის თეიმურაზ აბაზოვი და რატომ შეაჩერა პარტიამ მასზე არჩევანი.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register