მარნეულში მერობისთვის ბრძოლას ორი ქალი აპირებს

2

პირველად მარნეულის ისტორიაში მერობისთვის ქალი კანდიდატები იბრძოლებენ. მარნეულელი ლეილა მამედოვა  პარტია „შენების მოძრაობამ“ დაასახელა, მისი მთვარი მოტივია  გენდერული თანასწორობისთვის  ბრძოლა:“ჩვენი პარტიის მთავარი მესიჯით მოვდივარ. კარგ საქმეს მხარს დავუჭერთ, ცუდს ამოვძირკვავთ, ასაშენებელს ავაშენებთ!”

მეორე კანდიდატი კი  პარტია „საქართველოს“ მიერ დასახელებული ლიანა ბეჟანიშვილ-მესტვირიშვილია ის წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდანაა, მიუხედავად იმისა, რომ მარნეულიდან არ არის მისი 6 წლიანი გამოცდილება  ქართულ-ამერიკულ სკოლაში, რომელიც მარნეულში ფუნქციონირებდა აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მარნეულში არსებულ ვითარებას კარგად იცნობს.

თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა ქალთა პოლიტიკაში  მონაწილეობის შესახებ ჩვენ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ და სიუჟეტის მშვეობით შეიტყობთ.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიის წარომადგენელმა , ლევან ცუცქირიძემ   თქვა რომ: “ქალების პოლიტიკაში  მონაწილეობა გარკვეულწილად ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებსაც  უკავშირდება, ამიტომ  რაც მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში  ეს კარგი  იქნება  საქართველოში უკეთესი პოლიტიკის არსებობისთვის“

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობაში არსებულ 9 სამსახურიდან ქალი მხოლოდ  ერთს ხელმძღვანელობს. საკრებულო კი  ,33 წევრისგან შედგება  მათგან ქალი მხოლოდ ერთია, საკრებულოს  აპარატის უფროსიც ქალია.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register