NGO-ებსა და სკოლებს ამერიკელი მოხალისეების ჩამოყვანის შესაძლებლობა ეძლევათ

7

2007 წელს  მარნეულის N5 საჯარო  სკოლამ პირველად მარნეულში პირველი ამერიკელი მოხალისე, მშვიდობის კორპუსის ფარგლებში მიიღი. სკოლის დირექტორის ლელა ხარშილაძის თქმით უკვე მეოთხე მოხალისე ჰყავთ, მათ მუშაობას კი დადებითად აფასებს ამბობს, რომ სკოლის განვითარებისთვის დიდ როლს თამაშობენ, შრომისუნარიანები და კომპეტენტურები არიან.

დაიანი მეხუთე საჯარო სკოლის  მოხალისეა, ის ამბობს , რომ ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მათი ინგლისური გააუმჯობესოს: „მე ძალიან გამიმართლა , რომ  აქ ვასწავლი ბავშვებს და სხვადასხვა აქტივობებს ვატარებთ ერთად . მე მყავს როგორც ქართველი ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეები და ძალიან მომწონს მათთან კომუნიკაცია.“

ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მენეჯერმა თიკა რევიშვილმა თქვა , რომ მშვიდობის კორპუსი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს და სამ ძირითად მიზანს ისახავს.

წელსაც მშვიდობის კორპუსი საქართველოში აცხადებს კონკურსს ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის, მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისის მისაღებად.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ სამთავრობო და არა–სამთავრობო ორგანიზაციებს და სათემო ჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ!

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register