„შენების მოძრაობამ“ მარნეულელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა
„შენების მოძრაობამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი, ლეილა მამედოვა ამომრჩევლებს 22 სექტემბერს გააცნო. კანდიდატი „შენების მოძრაობის“ დამფუძვნებელმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა.
„ლეილა მამედოვა არის ადამიანი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ისტორიაში ძალიან ღირსეული ფურცელი ჩაწეროს, ქალი კანდიდატი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს მარნეულში, ეს შესაძლებელია! ეს აუცილებელია! მარნეულისთვის და მთელი ქვეყნისთვის.“
მამედოვას თქმით, მარნეულის ძირითადი პრობლემები სარწყავი და სასმელი წყალია და ამავდროულად აუცილებელია ახალგაზრდების ხელშეწყობა, რადგანაც მუნიციპალიტეტში ბევრი კვალიფიციური ახალგაზრდაა, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას.
„ვფიქრობ რომ ის ხალხი ვინც ჩვენ გამოგვყვება გაიგებენ, რომ ჩვენ სერიოზული მუშაობისათვის ვართ განწყობილები, რაც იმ პრობლემების აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული, რომელიც მარნეულის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. ძალიან ბევრი და სერიოზული მუშაობაა საჭირო.“
ლეილა მამედოვა ერთ-ერთია იმ ორ ქალ კანდიდატს შორის რომლებიც, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის მერობისათვის იბრძოლებენ.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments