ახალი თეატრალური სეზონი მარნეულში

- DAARQVI RAC GINDA

სპექტაკლით „დაარქვი რაც გინდა“ მარნეულულში ახალი თეატრალური სეზონი იწყება. 24 სექტემბერს კულტურის სახლში  მაყურებლისთვის ფარდა კიდევ ერთხელ გაიხსნება. სპექტაკლზე მისულებს საშუალება ექნებათ მიგდებულ ცირკში კიდევ ერთხელ იმოგზაურონ, ვინაიდან ზუსტად ერთი წლის წინ სპექტაქკლის პრემიერა უკვე შედგა.

ამბავი ვითარედება დაცარიებულ ქალაქში, საიდანაც ორი ტყუპის ძმის გარდა ყველა გაიქცა. ისინი ჩემოდანში დაიმალნენ იმის იმედით, რომ გადაბარგებისას ვინმე თან გაიყოლებდა.  მარნეულის თეატრაური დასის მსახიობები ქეთევან აბაშიძე, შოთა კიპაროიძე და ზურა ხაფთანი ოთარ ქათამაძის პიესას მარნეულის მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლებენ. სპექკლატკლის რეჟისორის გოჩა ხვიჩიას თქმით თავისუფლების მოპოვების სურვილი, შინაგანი და გარეგანი სამყაროს ბრძოლა, ეს ისაა , რაც პიესის ქვაკუთხედია.

ამბავი, რომელსაც  სახელი არ აქვს  მისთვის სახელის დარქმევის შესაძლებლობა მარნეულელებს კვირას შეეძლებათ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register