კანდიდატის წარდგენაზე მონაწილე ქალების უმრავლესობა მასწავლებელია
24 სექტემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად თეიმურაზ აბაზოვი წარადგინა, ჩვენი სპეციალური მონიტორინგის მონაცემებით, წარდგენას 170-მდე ქალი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მარნულის საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.
ჩვენ ერთ-ერთ პედაგოგს ვესაუბრეთ: „მე ქუთლიარის სკოლაში ვასწავლი, მხარს ვუჭერ ქართულ ოცნებას და არჩევნების დღესაც ხმას მივცემ მათ კანდიდატს. ამ შეხვედრის შესახებ ჩვენი სკოლის დირექტორისგან გავიგეთ“
ჩვენ ვესაუბრეთ წარდგენაზე მყოფ ქალ პედაგოგებს , მათი უმრავლესბა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შეხვედრაზე სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებიან , თუმცა ამის შესახებ ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments