თეიმურაზ აბაზოვი მარნეულში წარადგინეს

-teimuraz abazovi

თეიმურაზ აბაზოვი, როგორც მარნეულის „ქართული ოცნების”  მერობის კანდიდატი დღეს, 24 სექტემბერს მარნეულელებს გაეცნო. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივებისთვის  მომავალი მერის წარდგენის პასუხისმგებლობა  მარნეულის დეპუტატებმა და ყოფილმა მერობის კანდიდატმა საკუთარ თავზე აიღეს. პარტიის შტაბის წინ შეკრებილ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მოსახლეობას თეიმურაზ აბაზოვი აღმშენებლობას შეჰპირდა.

დაპირებების გაცემის შემდეგ, აბაზოვს წინასაარჩევნო ბანერზე მის გვერდით მდგომი თანამებრძოლის სახელი დაავიწყდა. ეს ადამიანი ყოფილი მერობის კანდიდატი, ამირან გიორგაძეა.

თეიმურაზ აბაზოვს ამირან გიორგაძის სახელი და გვარი შეახსენეს და მანაც პარტიას გამარჯვება უსურვა.  „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მარნეულს „ევროპულობა“ აკლია.

„{გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებ} აღმშენებლის პრობლემას მივხედო, რომ განვითარება იგრძნოს მთელ რეგიონში. ასევე, მინდა ახალგაზრდებს მივაქციო დიდი ყურადღება,   იმისათვის, რომ მათ ქონდეთ იმის შეგრძენება , რომ ცხოვრობენ ევროპულ რაიონში. ეს მომენტი ცოტა აკლია მემგონი ამ რეგიონს“

თეიმურაზ აბაზოვი ჩვენთან მარნეულის ყველაზე მწვავე პრობლემებზე და მის გადაჭრის გზებზეც საუბრობს.

„ყველა მწვავე პრობლემაა წყლის პრობლემა, მიწების დაკანონების პრობლემა.. პრობლემის მოგვარება იქნება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში! მაგის შემდგომ, მთელი გუნდით, მთელი ძალებით ვეცდებით ყველაზე მინიმლურ დროში ყველაზე მაქსიმალური გავაკეთეოთ და დავეხმაროთ მოსახლეობას“

როგორც აბაზოვი აღნიშნავს, ისე როგორც მარნეულელებმა, მანაც არც ისე დიდი ხნის წინ გაიგო მარნეულში  მისი “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად დანიშნვნის შესახებ.

„დააახლოებით ერთი ათი დღე იქნებოდა, რომ შემომთავაზეს, რაც ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს რეგიონი ჩემთვის ძალიან ახლოა“

თეიმურაზ ამბაზოვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად დანიშნვნის თაობაზე ცნობილი რადიო „მარნეულის“ ეთერით, 18 სექტემბერს გახდა. ორი კვირით ადრე კი მარნეულს სხვა მერობის კანდიდატი ჰყავდა.

ყოფილმა კანდიდატმა,ამირან გიორგაძემ მოსახლეობასთან ექვსამდე შევხედრა გამართა. პარტიამ მისი ბანერები ქალაქის ცენტრში გამოფინა. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ის თეიმურაზ აბაზოვთან ერთად ბრძოლას აგრძელებს. გიორგაძის არჩევის შესაძლებლობას სლოგანით „ამირან გიორგაძე საკრებულოს თავმჯდომარედ“ პარტია მოსახლეობას სთავაზობს.  ის კი მხოლოდ სიის პირველი ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში კი მხოლოდ საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიონ.

თეიმურაზ აბაზოვს, როგორც „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატად რამდენიმე დღეში პარტია ოფიციალურად ქალაქ რუსთავში წარადგენს. აბაზოვი 36 წლის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მარნეულის ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მერი იქნება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register