პარტია „ენმ“-მ საარჩვნო სიის ბოლოში „დაახლოებით“ ხუთი ქალი ჩაწერა

Rahim Askerov

პარტია „ნაციონალური მოძრაობის „ მერობის კანდიდატად  მარნეულის “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსი და მაჟორიტარ დეპუტატი, რაჰიმ ასკეროვი დასახელდა. მან პოლიტიკაში წსვლა 2014 წლიდან გადაწყვიტა მანამდე კი ბიზნესით იყო დაკავებული , რგორც თავად ამბობს კარგად იცის მარნეულში არსებული ვითარება. მათი პარტიის პროგრამის ძირითადი მიზები იმ პრობლემებზე ზრუნვაა, როგორიცაა სოციალური პრობლემები , სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემები, განათლებისა და სპორტის განვითარება. თავადვე ამბობს , რომ ამ სფეროებში მარნეულში თითქმის არაფერი კეთდება და თუ კეთდება ისიც ძალიან ცოტა“

„ ყველა პრობლემებს აგვარებს ფული, ყოველწლიურად მარნეულის ბიუჯეტი ოცდარვა- ოცდაცხრა მილიონს შეადგენს. შარშან 5 მილიონი ქართულმა ოცნებამ ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნა.უთხრეს, რომ ვერ დახარჯეს. სწორად რომ ემუშავათ ამ თანხით სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ.“

რაჰიმ ასაკეროვი პროპორციულ სიაში პირველია, როგორც თავად ამბობს მათ სიაში რამდენიმე ქალიც შედის, თუცა იცინი სიის ბოლოში წერიან.

„სიაში დაახლოებით ხუთი ქალი კანდიდატი გვყავს. ვინც წინ არის სიში მათ მეტი შანსი აქვთ, რომ აირჩიონ, ახლა ჩვენთან კაცები არიან სიაში წინ, იმიტომ რომ ისინი წლების განმავლობაში ჩვენთან ერთდა იბრძოდნენ ამ შემთხვევაში მე სხვებს ვერ ჩავწერდი უფრო წინ ეს უსამართლობა იქნებოდა. კი მესმის, რომ ქალებიც უნდა მუშაობნდენ მაღალ თანამდებობებზე, მათ უკეთესად იციან ეკონომიკური საკითხები ვიდრე მამაკაცებმა ვთვლი, რომ ქალები რომელ სფეროშიც იქნებიან იქ წინსვლა იქნება „

მერობის კანდიდატმა “დაახლოებით” ხუთი ქალის ვინაობის გამხელა არ ისურვა მიზეზად კი მათი სიის ბოლოში ყოფნა დაასახელა. პარტია მარნეულში წინასაარჩევნო აქტივობების დაწყებას პირველი ოქრომბრიდან გეგმავს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register