თეიმურაზ აბაზოვის პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან

პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა გუშინდელი წარდგენის შემდგომ პირველი შეხვედრა მაარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გამართა. ჩვენ შეხვედრაზე დასწრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა შეხვედრის შემდგომ ბაზარში მომუშავეებს ვკითხეთ თუ რა ხასიათის შეხვედრა ჰქონდათ მათ კანდიდატთან. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მოსახლეობას თანადგომას და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
მართალია, მერობის კანდიდატი მოსახლეობას თანადგომას დაჰპირდა თუმცა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუსთვის დროის უქონლობის გამო ვერ მოიცალა. მაგრამ დაგვპიდა, რომ შეხვედრის შესახებ კომენტარს აუცილებლად გააკეთებს.
თეიმურაზ აბაზოვი, როგორც მარნეულის „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი 24 სექტემბერს მარნეულელებს გაეცნო. აბაზოვი 36 წლის არის, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის მარნეულის ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მერი იქნება.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments