“ქართულ ოცნებას” პარტიულ სიაში მხოლოდ მამაკაცები ჰყავს

women-ratio-01

პარტია ერთიანმა ნაციონალურა მოძრაობამ 20 კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა მათგან 17 უმუშევარია, წარმოდგენილი კანდიდატებიდან კი ექვსი ქალია, რომლებიც ათეულში საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ნამდვილად არიან ჩაწერილები, თუმცა ბოლო მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებს იკავებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ მათი შიდაპარტიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანზე საუბრობს, რომელიც ქალების წახალისებას გულისხმობს პოლიტიკაში….
მართალია, თინათინ ბოკუჩავამ ქალების წახალისებაზე ისაუბრა , თუმცა მარნეულის ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა რაჰიმ ასკეროვმა საში მყოფი ქალების ვინაობა არ დაგვისახელა და მათი სიის ბოლოში ჩაწერა არააქტიურობით ახსნა.
პარტია „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო სიაში 36 კანდიდადი ჰყავს მათგან 5 ქალია , მაჟორიტარ დეპუტატად კი არცერთი არაა წარდგენილი , კანონი არც ამ პარტიას დაურღვევია , თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში არცერთი ქალი არაა ჩართული. მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ამ ყველაფერს რეგიონის სპეციფიკით ხსნის.
“ქართული ოცნებამ” დემოკრატიული საქართველო მათ არცერთი კანდიდატი არ ჩაუწერიათ საარჩევნო სიაში, თუ რა მიზეზით ამას შესახებ სიის პირველი მონაწილე ამირან გიორგაძე საუბრობს…

აღსანიშნავა ისიც, რომ კანონში არ არის მითითებული იმის შესახებ, თუ, რომელ ადგილებს უნდა იკავებდნენ ქალი კანდიდატები, ქალთა უფლებებს დამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პარტიები კანონის ხარვეზს ბოროტად იყენებენ….

ბაია პატარაიას თქმით, კანონში უნდა იყოს განსაზღვრული ის რომ ყოველ სამეულში უნდა იყოს ერთი ქალი წარმოდგენილი რომ გენდერული თანასწორობა დავიცვათ.

რადიო “ მარნეული „

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register