მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადა დღეს იწურება

დღეს 27 სექტემბერს, მერობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადაა. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ დაარეგისტრირებს.
პარტიებს მერობის კანდიდატის, მაჟორიტარული და პარტიული სიების წარდგენისათვის 21 სექტემბრამდე ჰქონდათ ვადა, რის შემდეგაც 2 სამუშაო დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიამ შეამოწმა აღნიშნული სიები და კანდიდატები, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი პოლიტიკურ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად ასევე 2 დღიანი ვადა ეძლეოდა.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments