კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად დაიწყო

1

დღეს დილიდან მარნეულში ატაჰოლდინგის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ გაივლიდით ადვილად შეამჩნევდით მაგიდას, სადაც სპეციალური კითხვარები იყო განლაგებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად. ფემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი ოლგა ენდელაძე გამვლელ ადამიანებს აჩერებდა და უხსნიდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა კამპანია, რომელსაც დღეს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის ფარგლებში ანხორციელებენ.

კითხვარი რამოდენიმე პრობლემატური საკითხისგან შედგებოდა , მაგალითად ოჯახში ძალადობა, საბავშვო ბაღებისა და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები. რომლიდანაც მონაწილეებს სამი ძირითადი პრობლემის დაესახელება შეეძლოთ.

გამოკითხვაში მონაწილე  ალგეთელმა ქალმა კითხვარის შევსებისას დააფიქსირა წყლის, გზების და  საბავშვო ბაღის პრობლემა ამასთანავე, სოციალური პრობლემების გამოხატვისას საკუთარი ოჯახის სიდუხჭირის შესახებაც მოჰყვა.: „სოციალური პრობლრმა მაწუხებს. ჩემ ხანდაზმულ დას არც ქმარი ჰყავს და არც შვილები. სოციალურად დაუცველია. რამდენჯერ მივმართეთ სოციალურ სამსახურს მხოლოდ 10 ლარიანი დამხარება დაუწესეს ახლა ისიც მოუხსნეს.“

დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

კამპანია 3 დღეს გასტანს და 10 რეგიონში ჩატარდება. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ სამოალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელი დააკვირება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი  შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

 

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register