აფხაზეთიდან დევნილი ლამზირას ისტორია

აფხაზეთის გახსენება-ლამზირა მეგრელიშვილი

ლამზირა მეგრელიშვილისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმედ გასახსენებელია. 37 წლის იყო ,როდესაც მძიმე დღეების გამოვლა მოუწია, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს 1993 წლის 27 სექტემბერი, დღე როდესაც აფხაზეთიდან წამოსვლა, საკუთარი ოჯახს დატოვება და 17 წლის შვილის საფლავის უპატრონოდ დატოვება დღემდე ცხოვრებისეულ, მოუშუშებელ ჭრილობად აქვს ქცეული. დღეს თვალცრემლიანმა გაიხსენა მომენტი, როდესაც როდესაც თავის თანამემამულეებთან ერთად მოუწია მდინარე ჩალბას გადმოლახვა. დღემდე ახსოვს ადგილი, სადაც საკუთარი შვილი დაასაფლავა.

ლამზირა მეგრელიშვლისთვის გზა მარნეულამდე რთული იყო მას წერეთელში ნათესავი ჰყავდა თავი იქ შეაფარა, შემდეგ კი მარნეულში დასახლდა, მადლობელია ხალხის სადაც ის ცხოვრობს, მათი მხარში დგომა დღემდე აძლიერებს.

იმედი იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნდება მას არასდროს დაუკარგავს.

აფხაზეთის ომი 19921993 წლებში იყო. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.  მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register