მარნეულის მერობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამებს ხვალ წარადგენენ

29 სექტემბერს, 14:00 საათზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართება მარნეულის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მარიამ სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე კანდიდატები წარადგენენ თავიანთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაზეც გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებენ, დისკუსიის ნაწილში კი უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments