ახმედ იმამკულიევი – “30 ლარით გავზრდით პენსიებს”

დღეს, 29 სექტემბერს, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მარნეულის მერობის კანდიდატებმა მოსახლეობას გააცნეს საარჩევნო პროგრამები. “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა მარნეულში, ახმედ იმამკულიევმა, პრიორიტეტულ პრობლემებად სასმელი და სარწყავი წყლის, ბაგა-ბაღების, შიდა გზების, გარე განათებისა და დანაგვიანების პრობლემები დაასახელა.
გთავაზობთ იმამკულიევის ძირითად მესიჯებსა და დანაპირებებს:
“ჩვენ არ ავიღებთ პრემიებს”
“30 ლარით გავზრდით პენსიებს”
“მუნიციპალური ტრანსპორტით პენსიონერები და მოსწავლეები იმგზავრებენ უფასოდ”
“მოვაგვარებთ ბაგა-ბაღების პრობლემას”
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments