ლიანა მესტვირიშვილ-ბეჟანიშვილი – “აზერბაიჯანელ მოსახლეობას შევასწავლით ქართულ ენას”
დღეს, 29 სექტემბერს, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მარნეულის მერობის კანდიდატებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამები გააცნეს. პარტია “საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ლიანა მესტვირიშვილ-ბეჟანიშვილმა მარნეულის ძირითად პრობლემებსა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ლიანა მესტვირიშვილ-ბეჟანიშვილის ძირითად მესიჯებსა და დანაპირებებს:
“ჩემი გამარჯვების შემთხვევაში განვავითარებ მცირე და საშუალო ბიზნესს.”
“აზერბაიჯანელ მოსახლეობას შევასწავლით ქართულ ენას. შევქმნით ქართული ენის სწრაფადშემსწავლელ სახელმძღვანელოებს.”
“სკოლებში უნდა მოეწყოს დებატები და დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ასევე მოეწყობა მინისტადიონები.”
“ვაპირებთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს გახსნას.”
რადიო “მარუელი”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments