მარნეულში ქართული ღვინის კვირეული დაიწყო

ღვინის კვირეული მარნეულში

დღეს დილიდან , მარნეულში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ჩაივლიდით ადვილად შეამჩნევდით საშემოდგომო, განსაკუთრებულ სურნელსა და ფერადოვნებას, სადაც ღვინის კვირეული  ადგილობრივი თვითმართველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით  ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სახელწოდებით „მარნეული-ვაზის აკვანი“. ღონისძიების დაწყებისას სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე…

ღონისძიებისას საზეიმოდ დაიწურა ყურძენი საწნახელში, მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხეელები.  სხვადასხვა ანსაბლი ასრულებდა სასიამოვნო, ქართულ სიმღერებს.

ღვიის ფესტივალს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები.  ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. სოფელ საიმერლოში მცხოვრებ ვასილ შუბითიძეს ღვინის მრავალფეროვანი სახეობა  ჰქონდა წარმოდგენილი.

ქართული ღვინის კვირეული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას. ღონისძიება მარნეულის შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გადაინაცვლებს.

 

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register