12 700 ლარიანი ტენდერი ქუჩის ძაღლების ბედს გადაწყვეტს
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 12700 ლარიანი ორკვირიანი ტენდერი გამოაცხადა. სახელწოდებით ძაღლების თავშსაფარის მომსახურეობა. რაც გულისხმობს მარნეულის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი 127 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებას. მარნეულის მინიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსი ზანდა კვანჭიანი ამბობას, რომ მათივე სამსახურის მიერ ბაზარში ჩატარებული კვლევის შედეგად სწორედ 127 ძაღლზე გაიწერა სატენდერო თანხა , რაც ძაღლების სტერლიზაციას, ვაქციანაციას, იდენტიფიკაციას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს გულისხმობს.
მარნეულში ხშირად დაინახავთ ქუჩის ძაღლებს, განსაკუთრებით საღამოს საათებში, როდესაც მშიერი ცხოველები ნაგვის ურნებს ქექავენ, არაერთი დაკბენის ფაქტი დაფიქსირებულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს..
საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის წარმომადგენლის, თემურ ლაჩკეპიანის თქმით მარნეულს მუნიციპალიტეტს დაახლოებით ერთი თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ძაღლების თავშესაფარისთვის , სადაც გაიმარჯვა სოსო ბერულაშვილმა, რომელიც არა მხოლოდ მარნეულის, არამედ კიდევ რამდენიმე რაიონის კონტრაქტორი იყო ,რომლის ფირმაც მონიტორინგის განხორციელებას კრძალავდა და წესების დარღვევით მუშაობდა.
მართალია, ბერულაშვილის ფირმამ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციამ მათ საქმიანობის უფლება არ მისცა. თემურ ლაჩკეპიანის თქმით ტედერში გაიმარჯვა იმ კომპანიამ, რომელსც არ ჰქონდა სანარკოზო საშუალებების გამოყენების უფლება და რომელიც არღვევდა ცხოველთა უფლებებს. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა ტენდერი თავიდან გამოეცხადებინა და კონტრაქტის პირობებში ის დეტალები ჩაემატებინა ,რაც აუცილებელია სატენდერო საქმიანობის სწორი წარმართვისთვის.
ახლანდელი ტენდერი 29 სექტემბერს დასრულდა ,სატენდერო წინადადება კი მხოლოდ ერთ ადამიანს, ინდმეწარმეს გიორგი მაღლაფერიძეს აქვს შეტანილი. თემურ ლაჩკეპიანის თქმით მაღლაფერიძეს ფირმასაც წარსულში უფიქსირდება დარღვევები, თუმცა მის გამარჯვების შემთხვევაში მათ მუშაობას მკაცრად გააკონტროლებს საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახური.
რადო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments