“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა
სოციალური ქსელიდან ცნობილი გახდა რომ პარტია „ქართული ცონების“ ყიზილაჯილოს ერთეულში მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოვდაროვმა ამავე სოფელში ნაზიმ ჰიქმეთის, ნიზამის, და ბაქოს ქუჩებზე შიდა გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
2 ოქტომბრით დათარიღებული პოსტი რომლესაც ერთვოდა 23 სურათი, ჩანს რომ შიდა გზაზე ხრეშის დაგება მიმდინარეობს. ასევე როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტის ავტორი წერს, წლების განმავლობაში სკოლასთან მდებარე სპორტული დარბაზის განათების პრობლემა ჩოვდაროვმა 27 სექტემბერს გადაწყვიტა. მოედანზე ორი ლამპიონია დამონტაჟებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის წარმომადგენლის ეკა პავლენიშვილის თქმით ეს კანდიდატის მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვაა
(ეკა პავლენიშვილის კომენტარს მოუსმინეთ აქ ∇ )
ჩენ დავუკავშირდით ჩოვდაროვს, რომელმაც პირველ ზარზე გვიპასუხა და გვითხრა რომ ე.წ „საპარეკმახეროში“ იმყოფებოდა და გამოსვლისას დაგვიკავშირდებოდა. თუმცა მას შემდეგ ჩვენ ზარებს აღარ უპასუხა.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments