ატალახებული მარნეულის ბაზარი

მარნეულის ბაზარი

მარნეულში, უკვე რამდენიმე დღეა წვიმს . მარნეულის საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე გზის ორმოები ნაწვიმარი წყლით აივსო. ინტენსიურად გადაადგილდებიან მანქანები, სატვირთოები. გზა ბაზრამდე და უშუალოდ ბაზრის ტერიტორიაზე ატალახებულია. ჩვენი ჟურნალისტი, ამილ მამედოვი იმყოფებოდა ბაზრის ტერიტოირაზე და ეცადა გაერკვია თუ ვის პასუხიმგებლობაშია ბაზარში გზის დაგება და მოწესრიგება. მომუშავეების ჩაწერა გაგვიჭირდა , მათ ბაზრიდან გაგდების შიშით საკუთარი აზრის დაფიქსირება არ ისურვეს.. ბაზრის დაცვა ჟურნალისტის დანახვაზე გაიქცა. მიუხედავად ამ სირთულეებისა  ჩვენ მაინც მოვახერხეთ რამდენიმე ადამიანის ჩაწერა, რომლებსაც არაკომფორტულ გარემოში მუშაობა უჭირთ.

ჩვენ დავუკავშირდით მარნეულის საბითუმო ბაზრის დირექტორს ელგუჯ ხარშილაძეს, რომელმაც თქვა, რომ მის კომპეტენციაში ნამდვილად შედის გზის მოპირკეთება, თუმცა ამის საშუალებას იქ მომუშავეები არ აძლევენ.

 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register