“ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ მარნეულის სოფლებში ქალების დასწრება ამის გარეშე არარეალურია“ – ოლგა ენდელაძე

abazov

დღეს, 4 სექტემებრს, სოფელ სადახლოს კულტურის სახლში პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი  თეიმურაზ აბაზოვი  პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად  ამომრჩევლებს შეხვდა. კანდიდატმა დამსწრეებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სკოლის მასწავლებლები და უფროსკლასელები. სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ჩაერთნონ არჩევნებში , ხმა კი პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცენ.

თემურ აბაზოვი იმედს გამოთქვამს, რომ მას მხარს აუცილებლად დაუჭერენ.

20171004_120755

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატები: რუსლან გაჯიევი, თამაზ ნავერიანი, ყოფილი მერობის კანდიდატი, ახლა სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე, ქვემო -ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ზაურ დარგალი.

სადახლოს კულტურის სახლში ბევრი ხალხი იყო. როგორც  “დემოკრატ ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარე  და  წინასაარჩევნო კანდიდატების  პროგრამების  გენდერული მონიტორინგის ხელმძღვანელი ოლგა ენდელაძე ამბობს , შეხვედრას 90-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სკოლის მასწავლებლები და უფროსკლასელები,რომლებიც წესით ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ.

„რა თქმა უნდა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ მარნეულის სოფლებში ქალების დასწრება ამის  გარეშე არარეალურია“ – ამბობს ენდელაძე

“დემოკრატ ქალთა ” თავმჯდომარეს თქმით, გენდერული მიდგომა იყო , ქალები  პირველ რიგებში დასვეს, თუმცა ამ შეხვედრაზე ქალ ამომრჩევლებისთვის და ზოგადად ქალების საჭიროებებზე წინასაარჩევნო დაპირებებში აქცენტირება არ მომხდარა.

ყოველი გამომსვლელის შემდეგ ისმოდა მქუხარე ტაში. სადახლოს კულტურის ცენტრში პარტიის შეკრება ერთ-ერთი მომღერლის, ანარ ასკეროვის სიმღერით დასრულდა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register