“ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ მარნეულის სოფლებში ქალების დასწრება ამის გარეშე არარეალურია“ – ოლგა ენდელაძე
დღეს, 4 სექტემებრს, სოფელ სადახლოს კულტურის სახლში პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდა. კანდიდატმა დამსწრეებს პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სკოლის მასწავლებლები და უფროსკლასელები. სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ჩაერთნონ არჩევნებში , ხმა კი პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცენ.
თემურ აბაზოვი იმედს გამოთქვამს, რომ მას მხარს აუცილებლად დაუჭერენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები: რუსლან გაჯიევი, თამაზ ნავერიანი, ყოფილი მერობის კანდიდატი, ახლა სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე, ქვემო -ქართლის გუბერნატორის თანაშემწე ზაურ დარგალი.
სადახლოს კულტურის სახლში ბევრი ხალხი იყო. როგორც “დემოკრატ ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარე და წინასაარჩევნო კანდიდატების პროგრამების გენდერული მონიტორინგის ხელმძღვანელი ოლგა ენდელაძე ამბობს , შეხვედრას 90-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სკოლის მასწავლებლები და უფროსკლასელები,რომლებიც წესით ამ დროს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ.
„რა თქმა უნდა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ მარნეულის სოფლებში ქალების დასწრება ამის გარეშე არარეალურია“ – ამბობს ენდელაძე
“დემოკრატ ქალთა ” თავმჯდომარეს თქმით, გენდერული მიდგომა იყო , ქალები პირველ რიგებში დასვეს, თუმცა ამ შეხვედრაზე ქალ ამომრჩევლებისთვის და ზოგადად ქალების საჭიროებებზე წინასაარჩევნო დაპირებებში აქცენტირება არ მომხდარა.
ყოველი გამომსვლელის შემდეგ ისმოდა მქუხარე ტაში. სადახლოს კულტურის ცენტრში პარტიის შეკრება ერთ-ერთი მომღერლის, ანარ ასკეროვის სიმღერით დასრულდა.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments