“ერთობა ახალი საქართველო”- იმდატ შარიფოვი მერობის კანდიატად წარადგინა

vashadze

საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე -ერთობა ახალი საქართველო  მარნეულში მერობის კანდიდატი არჩევნებამდე 16 დღით ადრე წარადგინა. იმდატ შარიფოვის წარდგენა ატა ჰოლდინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

წარდგენას 50მდე დასწრე ესწრებოდა.  მარნეულისთვის ელექტროენერგიის გათიშვა ცუდ ამინდებში გასაკვირი არ არის. წარდგენამდე გათიშული დენი გიორგი ვაშაძემ მათზე დივერსიათ შეაფასა. დამსწრეებს რუსულ ენაზე მიმართა.

იმდატ შარიფოვი მარნეულელია ის გიორგი ვაშაძის სიტყვებს დაეყრდნო და თქვა რომ მისი არჩევის შემთხვევაში ყველა პრობლემას მოაგვარებს.

მართალია, ჩვენი ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აპირებს არსებული პრობლემების მოგვარებას არ უპასუხა, თუმცა ერთ-ერთმა დამსწრემ განაცხადა, რომ შარიფოვი ამ თანამდებობისთვის უნიკალური პიროვნებაა

იმდათ შარიფოვი  30 წლისაა. მარნეულის ნომერ მესამე სკოლა დაამთავრა. ის საქართვლოს საბაჟო აკადემიის კურსდამთავრებულია. 2006-7 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში  ზაზა დეკანოიძის გამგებლობის პერიოდში მის თანაშემწეთ მუშაობდა, ხოლო 2007-10 წლებში-გუბერნიის ადმინისტრაციაში. 2009- 11 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო-ქართლის სამმართველოში. ვაშაძის პარტიაში კი კერძო ბიზნესიდან მიდის.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register