“ქვემო ქართლში ამომრჩევლები არჩევანს ძირითადად პარტიული ნიშნით აკეთებენ”-კოტე კანდელაკი

secki

მარნეულში მერობისთვის 8 კანდიდატი იბძოლებს, თითოეულმა პარტიამ საკუთარი კანდიდატები ხალხს უკვე წარუდგინა. ჩვენ დავინტერესდით თუ რომელ კანდიდატებს ცნობენ მარნეულში ამისათვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ…

მარნეულში ძირითადად კანდიდატები გასვლით შეხვედრებს აკეთებენ სოფლებში, ასევე ფეისბუქ ლაივების ჩართვით ცდილობენ მოსახლეობას გააცნონ საკუთარი თავი. როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი ამბობს,საარჩევნო კამპანია რეგიონის სპეციფკიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს

კოტე კანდელაკმა თქვა , რომ “განსაკუთრებით ქვემო ქართლში ამომრჩევლები არჩევანს ძირითადად პარტიული ნიშნით აკეთებენ და ყურადღებას არ აქცევენ კანდიდატის პირად მონაცემებს. ერთ-ერთ მიზეზად მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაც დაასახელა, როდესაც მარნეულში კანდიდატის შეცვლა მოხდა და მას თითქმის არავინ იცნობდა..

 

კოტე კანდელაკმა აღნიშნა, რომ აჩევნებამდე  ორი კვირაა დაჩენილი, ამიტომ კანდიდატებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა მოსახლეობასთან აქტიურად ითაამშრომლონ.

 

 

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register