“ევროპული საქართველოს” პროპორციული სიის ათეულის ბიოგრაფია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, რასთან დაკავშირებითაც რადიო „მარნეული“ შეეცადა გაერკვია თუ ვინ არიან პარტია „ევროპული საქართველოს“ პროპრციული სიის ათეულში.
გთავაზობთ პარტია „ევროპული საქართველოს“ პროპროციული სიით, საკრებულოს წევრობის პირველი 10 კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიას.
- ახმედ იმამკულიევი – დაბადებულია თურქმენეთში, 1980 წლს. საშუალო განათლება მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მიიღო, ხოლო უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის განხრით. 2003-2004 წლებში მუშაობდა ქალაქ მარნეულის თვითმმართველობაში, ადგილობრივი მოსაკრებლების ექსპერტად. 2004-2005 წლებშ მუშაობდა პროკრედიტ ბანკში, საკრედიტო ექსპერტად. 2005-2010 წლებშ იმამკულიევი კერძო ბიზნესში მუშაობდა. 2010-2011 წლებში კი მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი იყო. 2011-2012 წლებში მუშაობდა პრივატბანკში, „ოქროს კლუბის“ თანამშრომლად. 2012 წლიდან 2014 წლამდე იმამკულიევი კვლავ კერძო ბიზნესს დაუბრუნდა და როგორც თავად ამბობს მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მუშაობდა. 2014-2016 წლებში კი ის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 2017 წლიდან, ახმედ იმამკულიევი, პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა. იმამკულიევის თქმით, „ევროპული საქართველოს“ რიგებში გადასვლა, პარტიის ლიდერების გამო გადაწყვიტა.
- „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიით მეორე კანდიდატია აზატ კარიმოვი რომელიც 1989 წელს, მარნეულის რაიონის სოფელ ბაილარში დაიბადა. სასუალო განათლება მან მარნეულის N8 საჯარო სკოლაში მიიღო. 2007 წელს დაამთავრა მუსტაფა გერმირლი იმამ ჰატიბის ლიცეუმი თურქეთში, 2012 წელს კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. 2010-2014 წლებში მუშაობდა სს”სოკარი”ში. 2014 წლიდან 2016 წლამდე იყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მარნეულის შტაბის უფროსი. 2016 წლის შემდეგ კი არის ევროპული საქართველოს მარნეულის ოფისის შტაბის უფროსი. აზატ კარიმოვის თქმით, საკრებულოს წევრად გახდომა, მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად უნდა.
- პროპორციული სიის მე-3-ე კანდიდატია ადილ გურბანოვი. გიურბანოვი დაიბადა 1985 წელს, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეორახში. დამთავრებული აქვს დამია-გეორარხის საჯარო სკოლა. მისდევს სოფლის მეურნეობას, აქვს კერძო ბიზნესი.როგორც ადილ გურბანი ამბობს, საკრებულოს წევრად გახდომის შემთხვევაში თავისი სოფლის პრობლემების მოგვარებას შეეცდება.
- პარტია „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის მეოთხე ნომერია ანარ კალაევი, რომელიც 1980 წელს, მარნეულში დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საბაჟო სამართლის ფაკულტეტი. 1998 წლიდან, 3 წლის განმავლობაში მუშაობდა გაყიდვების მომსახურეობაში. ერთი წლის განმავლობაში კი სახანძრო სამსახურში მორიგედ მუშაობდა.ანარ კალაევის თქმით იგი პარტიის წევრი ინტერესის გამო გახდა.
- ანარ ზეილანოვი მეხუთე ნომრადაა წარდგენილი, „ევროპული საქართველოს“ პროპორციულ სიაში. იგი 1978 წელს, მარნეულის რაიონის სოფელ კიზლაჯლოში დაიბადა. დაამთავრა მარნეულის N4 საჯარო სკოლა. 1999 წლიდან, 10 წლის განმავლობაში ფისკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ამჟამად კი კერძო ბისნესშია. ზეილანოვის თქმით „ევროპული საქართველოს“ წევრობა, პოლიტიკური ლიდერებისადმი სიმპატიის გამო გადაწყვიტა.
- ფარიკ მურსაკულოვი „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის მეექვსე ნომერია. მარნეულში 1991 წელს დაიბადა, მას საშუალო განათლება აქვს, დაასრულა მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა ბიზნესის სფეროში აქვს სამუშაო გამოცდილება. მურსაკულოვი გვესაუბრება რატომ დაუკავშირა კარიერა „ევროპულ საქართველოს“ და რას გააკეთებს დეპუტატობის შემთხვევაში.
- ნიკო ქველაძე „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია. დაიბადა 1985 წელს მარნეულის მუნციპალიტეტის სოფელ საიმერლოში. 2003 წელს დაასრულა საშუალო განათლება და უმაღლესი განათლება „საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში“ საერთაშოისო ეკომომიური მიმართულებით გააგრძელა. მაგისტრის ხარისხი მიიღო „უკრაინა-საქარათველოს უნივერსიტეტში“. 2011 წელს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის კურსის გავლის შემდეგ მუშაობდა მთავარ ინსპექტორად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. ქველაძის განცახადებით „ევროპულ საქართველოს“ რიგებში იმიტომ ირიცხება, რომ პარტიის დასაქმების პოლიტიკა მოსწონს.ის იმაზეც გვესაუბრება, თუ რას გააკეთებს საკრებულოში.
- „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის მერვე, მეცხრე და მეათე ნომრები ქალები არიან. ჩვენ მათი ტელეფონის ნომრები პარტიიდან მივიღეთ. მიუხდავად ამისა, ეს ნომრები მათი მამების აღმოჩნდა და როგორც გაირკვა აქედან ერთს არ აქვს საკონტაქტო ნომერი. ეს ქალი, მეჰბარა სულეიმანოვაა, ის სიაში მერვე ნომერია.დაიბადა 1988 წელს მარნეულის სოფელ სადახლოში. 2005 წელს დაასრულა დამია-გეორახის საჯარო სკოლა. საშუალო გამოცდილება არ აქვს. არის დიასახლისი.
- კასუმოვა შაფიქა „ევროპული საქართველოს“ პრპორციული სიის მეცხრე ნომერია. 1994 წელს დაიბადა. დაასრულა მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლა და უმაღლესი განათლება საფინანსო მიმართულებით „ღია სასწავლო უნივერსიტეტში“ მიიღო.
- ქამალა დარგალი „ევროპული საქართველოს“ სიის მეათე ნომერია. დაიბადა 1994 წელს. დაასრულა მარნეულის მეორე საჯარო სკოლა და ახლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტია ბიზნესის მიმართულებით. მუშაობს ბანკში კრედიტ ოფიცერის პოზიციაზე. კონკრეტული პასუხი არ აქვს რატომ „ევროპული საქართველო“
0 Comments