“არ გვიფიქრია, რომ ეს რემონტი კაპიტალური იქნებოდა”- ზაურ ქარამოვი

bagi

საიმერლოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ბაღი ჯერაც არ დაწყვებულა. როოგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა აღნიშნა ბაღი წესით 2 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა დროებითი ფართი, რომელიც გამონახეს ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ზაურ ქარამოვი: სამზარეულოსა და საპირფარეშოში რემონტის გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ არ გვიფიქრია, რომ ეს რემონტი კაპიტალური იქნებოდა, იქ იატაკის დასხმაც კი იყო საჭირო, ასევე წყალგაყვანილობის გაკეთება, ცივი და ცხელი წყლისათვის. კანალიზაციის გაკეთებაც მოგვიწია. ეს სამუშაოები კი დროს ითხოვს, რის გამოც ჩვენ ბაღის გახსნის დღის გადაწევა მოგვიწია”

საიმერლოს საბავშვო ბაღს ახალი ფართის გამონახვა ძველი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო მოუწია, ზაურ ქარამოვის თქმით ბაღი 15 ოქტომბერ დაიწყება.

 

რადიო „მარნეული“

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register