მარნეულის ქუჩებში პარკირების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია

avto1

მარნეულის მუნიციპალიტეტში პარკირების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია, თუ რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს და რას ფიქრობს ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

მარნეულში პარკირების პრობლემა მრავალი წელია არსებობს. მუნიციპალიტეტში არ არის საპარკინგე ზონები, რის გამოც ცენტრალურ, რუსტაველის ქუჩაზე, მანქანები ტროტუარებზეა გაჩერბული და ქვეით მსიარულეებს ყოველდღიურად ექმნებათ გადაადგილების პრობლემა. ზუსტად წელიწადისა და 3 თვის წინ, რადიო „მარნეულმა“ ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტი, სადაც იმდროინდელი  ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ტარიელ მუსაევი, პარკირების პრობლემის მოგვარებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტი გეგმავდა სპეციალისტების მოწვევას, პარკირებისა და ტრანსპორტის მოძრაობსთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. დღეისათვის კი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ახალი უფროსის, დავით ხარშილაძის თქმით,  ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register