მარნეულში ჰაერის შემოწმება არ ხდება

haeri gza manqana

მარნეულის მუნციპალიტეტში მოსახლეობა ჰაერის დაბინძურების გამო წუხს. მათი თქმით, ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა გამონაბოლქვმა, რაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალურ სამსახურში განგვიმარტეს, მარნეული არ წარმოადგენს მაღალი დაბინძურების ქვეშ მყოფ რეგიონს, ამას კი მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოების არ არსებობით ხსნიან. როგორც ნოე მეგრელიშვილი, ატმოსფერული ჰაერის მართვის სამმართველოს წარმოამდგენლი ამბობს, სწორედ ამ მიზეზით არ ხდება მარნეულის ატმოსფერული ჰაერის შემოწმება.

ექსპერტები ატმოსფერული ჰაერის მაღალი დაბინძურების მიზეზად ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვს ასახელებენ. კვლევევბის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურების 71 %  გამონაბოლქვით არის გამოწვეული. გელა კვაშილავა ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ბენზის და დიზელის შემოტანა ხდება უცხო ქვეყნებიდან და მათი ხარისხი უმეტეს წილად არ შეესაბამება ევროდიექტივებს, რამაც შესაძლოა 2018 წლიდან დაბრკოლება შეუქმნას იმ ავტომანქანებს, რომლბიც გაივლიან ტექნიკურ დათვალიერებას.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვირდან დაიწყება, რაც ექსპერტების თქმით შემაცირებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register