“გადაძეძგილი” კერძო ტრანსპორტის მუშაობაში მუნიციპალიტეტი ვერ ერევა

122

მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორაზე გაჩერების წინ თუ ჩაივლით, ადვილად შეამჩნევთ ხალხის სიმრავლესა და მათ შეწუხებულ სახეებს. მოსახლეობას ერთი პრობლემა, პირველი ნომერი მსამარშრუტო ტაქსების მოუწესრიგებელი სამოძრაო გრაფიკი აწუხებს, რაც ჩვენთან საუბრსას ღიად გამოხატეს..

მარნეულის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ბავშვები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებმა შეიფარეს. მათ კი სწორედ პირველი ნომერი სამარშრუტო ტაქსი ემსახურებათ. ჩვენთან საუბრისას შპს „ექსპრეს ტურისტის დირექტორმა, იური სამხარაძემ თქვა, რომ მათ სკოლებისთვის მოქმედი მარშუტკები არ გამოუყენებიათ და რეზერვში არსებული 6 ტრანსპორტი გაუშვეს, რაც შეეხება სამარშუტო ტაქსების მოუწესრიგებელ მოძრაობას მან ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობით ახსნა.

ექსპრეს ტურისტი წარმოადგენს კერძო კომპანიას , რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. კომპანიის დირექტორის თქმით მათ ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებები უშლის ხელს. დირექტორის, იური სამხარაძის თქმით, 11 წელია მუნიციპალიტეტს მასთან დადებული დადგენილება არ შეუცვლია.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ოფიციალური ინფორმაციით მარნეულის ტერიტორიაზე სულ 15 მიმართულებით მოძრაობს საჯარო ტრანსპორტი, ხოლო კერძო კომპანია სამარშუტო ტაქსებით ორ სოფელს და ქალაქ მარნეულს ემსახურება.

რადიო „მარნეული“

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register