ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

5

დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა შეხვედრა გამართა, რომელიც მოიცავდა საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის გაცნობასა და აღმოფხვრას. როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმა მაკო ღავთაძემ თქვა, მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.

შეხვედრაზე მოსახლეობას შეეძლოთ პრობლემატური საკითხები დაესახელებინთ, ერთ-ერთმა დამსწრემ კი ქალების გააქტიურება და მათი უფლებების დაცვა დაასახელა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ყოფილი რეგიონალური პარტნიორი და ახლანდელი პარტია „შენების მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი , ლეილა მამედოვა, რომელმაც საქართველოს მრავალეთნიკურობა ქვეყნის სიმდიდრედ შეაფასა: „ბევრი ცდილობს ისარგებლოს ამ მრავალფეროვნებით და ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტებს ქმნიან, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს . საზოგადოებაში უფრო მეტი ტოლერანტი უნდა აღვზარდოთ, ამით შევძლებთ ვიყოთ ერთიანები და ვერვინ შეიტანს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილებას“

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს რელიგიური თავისუფლების დაცვის, ტოლერნტობის კულტურის განვითარების უმცირესობების უფლებების დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register