აზიური ფაროსანა მარნეულში

7

აზიური ფაროსანა უკვე მარნეულშიც არაერთადგილას შენიშნეს. ოფიციალური სტრუქტურები ჯერ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ დასავლეთ საქართველოში არსებული საგანგაშო ვითარბის შემდეგ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა სიუჟეტი, ცნობისათვის აზიური ფაროსანა აზიანებს თითქმის ყველა სახის აგროკულტურას ხეხილს, ბოსტნეულს და მარცვლეულს. თთოეულ მათგანს 20 000 შთამომავლის მოცემა შეუძლია რაც მათი სწრაფად გავრცელების რისკს მკვეთრად ზრდის და მათთან ბრძოლას ართულებს.

აზიური ფაროსანა შესაძლოა მარნეულშიც გავრცელდეს. მწერი რომელიც ანადგურებს სოფლის მეურნეობის ერთ და მრავალწლოვან კულტურებს, მარნეულის მუნიციპალიტეტშიც შეამჩნიეს,იქ, სადაც მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. მარნეულის მკვიდრი ნონა სამხარაძე საკუთარ სახლში, მარნეულის სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს. ის ამტკიცებს, რომ ფაროსანას სისტემატურად ხედავს.

ფაროსანა სოფელ თამარისში მარიამ სამხარაძემაც ნახა. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ზღურბლზე რამოდენიმე მწერი შენიშნა. როდესაც ჩვენ მარიამს სატელეფონო კომენტარისთვის დავუკავშირდით, მან ინტერვიუს მსვლელობის დროს მწერი შენიშნა.

მარიამმა და ნონამ არ იციან როგორ უნდა ებრძოლონ ფაროსანას სახლის პირობებში. ეს ინფორმაცია არც იმ ფერმერებს აქვთ, ვისაც ჩვენ დავუკავშირდით. ბექა დავაძის თქმით, აზიური ფაროსანა მას ფერმაში ჯერ არ უნახავს, თუმცა მწერის გავრცელების შემთხვევაში, არ იცის, თუ როგორ დაიცვას საკუთარი ნაკვეთები.

მარნეულის მუნიციპალიტეტს ჯერ არ ქვს ფაროსანასთან ბრძოლის პრევენციული გეგმა. პრესსამსახურის ცნობით გამგეობა არ ფლობს ინფორმაციას მწერის მუნიციპალიტეტში არსებობასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი, თეა შველიძე გვეუბნება, რომ მწერების გავრცელებაზე მარნეულიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, nfa.gov.ge. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია თუ როგორ ებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში რადგან, ზამთრის პერიოდში მწერი დახურულ სივრცეებში ინაცვლებს.

 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register