გოგონათა ჩაგვრა სქესის ნიშნით

11 ოქტომბერი გოგონათა უფლებების აღიარებისა და დაცვას საერთაშორისო დღეა. დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება, სელექციური აბორტები , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციის შესახებ, ამის მსხვერპლნი კი გოგონები ყოველწლიურად ხდებიან სხვადასხვა ქვეყანაში. მარნეულში დღემდე მნიშნელოვანი პრობლემაა ადრეული ქორწინება, ქალთა უფლებები, დისკრიმინაცია მათ შორისაა სელექციური აბორტებიც.
ხშირია სტერეოტიპული დამოკიდებულება იმ ოჯახებთან დაკავშირებით,ვისაც ოჯახში მხოლოდ გოგონები ჰყავთ, ნანა ხარაძე სოფელ წერეთლის მკვიდრია, რომელსაც 4 გოგო ჰყავს და ბედნიერია. თავადვე ამბობს, რომ ექოსკოპიაზე არასდროს დადიოდა, ოჯახისთვის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მაინც გრძნობდა ნათესავებისგან ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, რომელიც ტრადიციების თანახმად, გვარის გამგრძელებელს უკავშირდება. ამავე ოჯახის შვილია ნონა სამხარაძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნამდვილად ჰქონდა მუდმივი პროტესტის განცდა, რომ ნათესავები მათ ოჯახში ბიჭის ყოლაზე საუბრობდნენ, თუმცა მისი ოჯახისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. გოგონათა უფლებები მან 2006 წლიდან უკეთ გააცნობიერა, როდესაც ის აქტიურად ჩაერთო გენდერულ საკითხებში.
სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 22 მილიონი აბორტი აღინიშნება და მათი უმეტესობა დაბალი შემოსავლის მქონე და განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2016 წელს 26.838 აბორტი გაკეთდა.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments