მწვანე ბარათის შევსება გამარტივებულია

amerika

მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ სცადონ საკუთარი ბედ. ,მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. მფლობელს უფლებას აძლევს , ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება კი ძალიან ადვილია. საზოგადოებაში გავრცელებულია ის აზრი, რომ მონაწილეობის მიღება ფასიანია, არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის, თუმცა ამ ყველაფრის გადასამოწმებლად ჩენ დავუკავშირდით თბილისში ამერიკის საელჩოს საკონსულოს თანამშრომელს დიმიტრი შატირიშვირს , რომელმაც თქვა, რომ გათამაშებაში მონაწილეობა სრულიად უფასოა, ამისათვის კი ერთადერთი ოფიციალური საიტი არსებობს www.dvlottery.state.gov მისივე თქმით წელს სიახლეა ის ფაქტი, რომ მონაწილეებისთვის სრული ინსტრუქცია ქართულ ენაზეა მოცემული, რაც შევსებას მეტად აადვილებს.
თაკო ჯაფარიძე იმ იღბლიანებ ადამიანებს შორისაა, რომელმაც გათამაშებაში მონაწილეობა გამარჯვებიით დაასრულა, როგორც თავად ამბობს , არასდროს არაფერი მოუგია, ეს ის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სააპლიკაციო ფორმა გასული წლის ნოემბრის თვეში შეავსო და პასუხი მოულოდნელი იყო. თაკოს საჭირო საბუთები მზად აქვს ახლა კი გასაუბრების მოლოდინშია, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად ოჯახთან ერთდ ამერიკაში გაემზავრება. 
მწვანე ბარათის გათამაშება წელიწადში ერთხელ ცხადდება, წელს ის 3 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბერსს დასრულდება. ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register