კომპანია STYX-ი მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს

4

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობი შენობაში კომპანია “STYX-ის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ქვემო ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებს, რომლებსაც ის უპირატესობები და შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. კომპანა სტიქსისს დირექტორმა, ლაშა გორგოშიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები მარნეულით დაიწყეს. მისივე თქმით ,მათი მიზანია გადამზიდებს ჰქონდეთ მეტი საქმე ხოლო გამგზავნებს დაბალი ფასები, რაც ერთგვარ ორმაგ ეფექტს ქმნის და ბიზნეს ავითარებს.
მეწარმეებს შეხვედრაზე ჰქონდათ შეაძლებლობა გაცნობოდნენ კომპანია სტიქსის შეთავაზებებს, რომელსაც სამომავლოდ ეფექტიანად გამოიყენებენ. მეწარმეების ჩაწერა გაგვიჭირდა, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა ჩვენ ერთ-ერთ დამსწრეს ბოლნისელ ფერმერს, მანანა ჯაჯანიძეს გავესაუბრეთ, რომელმაც შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა.
კომპანია STYX გადამზიდებს და გამგზავნებს დააკავშირებს ერთმანეთთან მობილური აპლიკაციის და ვებგვერდის მეშვეობით მინიმალური საკომისიოს სანაცვლოდ, რომელსაც გადამზიდები ყოველ მიღებულ შეკვეთაზე გადაიხდიან.პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ლოჯისტიკური და სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზებას.
რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register