ფაროსანაა, მაგრამ აზიური არ არის

7

მარნეულში გავრცელებული მწერი, რომელიც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას, პენტატომის ოჯახის სხვა წარომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოსთვისაა ენდემური. კუსებურასებრის სახელით ცნობილი მწერის ფოტოსურათები რადიო „მარნეულის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, მოსახლეობამ, 11 ოქტომბერს, ეთერში გასული სიუჟეტის შემდგომ მოგვაწოდა. სიუჟეტი მარნეულში, აზიური ფაროსანას გავრცელებას ეხებოდა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის, თქმით, მარნეულში გავრცელებულ მწერს, მოსახლეობისათვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, რადგან მისი რაოდენობა დიდი არაა.

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორისა და ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანლის თქმით, კუსებურმა ბაღლინჯომ კრიტიკულ დონეს შესაძლოა პროდუქტის მწიფობის დროს მიაღწიოს, განსაკუთრებით კი გამოზაფხულის პერიოდში როდესაც ბაღლინჯო ახალ თაობას იძლევა.

ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მარნეულში გავრცელებულ მწერს, სახლის პირობებში არანაირი ზიანის მიყენება არ შეუძლია. დისკომფორტი კი მოსახლეობაში შესაძლოა მისი შეხების შემდგომ გამოყოფილმა, არასასიამოვნო, სუნმა გამოიწვიოს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register