40-მდე ტურისტი მხოლოდ იმირის გადაჭრილი გორის სანახავად ჩამოვიდა

imiris gora

იმირის გადაჭრილი გორა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძველი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს, ამ დროისათვის დაკონსერვებულია და მასზე უშუალო მუშაობა არ მიმდინარეობს. ყოველწლიურად, მაისის თვეში, ტორონტოს უნივერსიტეტის  სასწავლო პროექტის ფარგლებში იმირის გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური გათხრები ტარდება. მუშაობის დასრულების შემდეგ კი ტერიტორია პრიმიტიული წესით კონსერვირდება და ერთი წლის განმავლობაში ახალი გათხრების მოლოდინშია. ტორონტოს უნივერსიტეტთან ერთად ძეგლზე მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობაც. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლის, ელგუჯა კუპატაძის თქმით, ობიექტზე უკვე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარის მიერ შექმნილი საფრთხის გამო.

ასევე ელგუჯა კუპატაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლთან ინფრასტრუქტურა  არაა განვითარებული, ტურისტები მაინც ჩამოდიან. თვითმმართველობის აღწერით, დაახლოებით 30-დან 40-მდე ტურისტი მხოლოდ იმირის გადაჭრილი გორის სანახავად ჩამოვიდა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register