“ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის გულის მოგება კანონდარღვევად უჯდება

roia1

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია აზერბაიჯანელი მომღერლის, როიას მარეულში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.  მომღერალი საკუთარ ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზეც ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ თემურ აბაზოვის მხარდასაჭერად ორ საათიან კონცერტს გამართავს.

.22643222_10212802938527389_880545286_o

ვისი იდეა იყო მომღერლის ჩამოყვა აღნიშნულ საკითხზე პარტია “ქართული ოცნების” მარნეულის შტაბის უფროსს, რუსლან გაჯიევს გავესაუბრეთ. მისივე  თქმით, მომღერალი საკუთარი ნებით ჩამოდის, დეტალური ინფორმაციისთვის კი  პარტიის  ცენტრალურ ოფისს უნდა მივმართოთ.

მის სიტყვებზე დაყრდნობით მივმართეთ პარტიის ცენტრალურ ოფისს, სადაც მომღერლის ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

საბოლოო პასუხის მისაღებად „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატს, თემურ აბაზოვს დავურეკეთ. კანდიდატმა დროის უქონლობის გამო ვერ გვიპასუხა თუმცა, მოგვინებით თავად დაგვიკავშირდა. აბაზოვის თქმით, მომღერალი მარნეულის “ქართული ოცნების” შტაბის დაკვეთთით ჩამოდის.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აგიტაცია არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის კანდიდატის არჩევას. “საერთაშორისო გამჭირვალობა” საქართველოს უფროსი იურისტი, გიგი ჩიხლაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა უკანონა.

რადიო “მარნეული”  დაინტერესდა როგორ აფასებს ფაქტს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, კანონდარღვევის ფაქტი უნდა მოხდეს, რომ მათ რეაგირება მოახდინონ.

ზაურ ხალილოვი ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების საკითხზე წლებია მუშაობს. პარტია „ქართული ოცნების“ აზერბაიჯანიდან მომღერლის ჩამოყვანა მან ცუდ ტონად შეაფასა.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register