შშმ პირებმა პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი საჭიროებები გააცნეს

shshm

საარჩევნო მედიაცენტრის ფარგლებში, დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. მარნეულის მერობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს, საქართველოს ყრუ-მუნჯთა კავშირის მარნეულის ფილიალის წარმომადგენლებმა საკუთარი პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები გააცნეს. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, მარიამ სამხარაძე შეხვედრაზე განხილული პრობლემების შესახებ გვესაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობას სამი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი და პოლიტიკური ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი მარნეულში ესწრებოდნენ. „შენების მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატის, ლეილა მამედოვას თქმით, ის კარგად იცნობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებს.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღეა დარჩენილი. მარნეულის რაიოში მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძვის.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register