მარნეულელ ლიდა ბებოს ზამთარი აშინებს

lida bebo

მოხუცი ლიდა ბებო, მარნეულის ქუჩებში აღელვებული სახით გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. მას ელექტროენერგიის თანხა ჰქონდა ჩასარიცხი, ჩვენ გამოველაპარაკეთ და თავისი გასაჭირი გაგვიზიარა. ის მარნეულში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს ახლა კი მხოლოდ 180 ლარის იმედზეა დარჩენილი, თუმცა ეს თანხა მხოლოდ მედიკამენტებში ჰყოფნის,  ეშინია ზამთრის მოსვლის, არ იცის როგორ გათბეს.

ლიდა ბებოს მსგავსად ზამთრის მოსვლა სხვა დგილობრივებსაც აშინებთ.

ლიდა ბებო იმ ადამიანების სიაში  ვერ შევა, ვისაც ადგილობრივი მუნიციპლიტეტიდან უფასო შეშა ეკუთვნის, როგორც  მუნიციპალიტეტის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოამარაგებენ შეშით, ამ ეტაპზე მათ  დაახლოებით 170-მდე კუბური მეტრის მოცულობის საშეშე მერქნის რესურსი აქვთ, 80-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახზეა გათვლილი.

მარიამ ხაჩიძის თქმით, რაც შეეხება მაღალ მთიან ზონებს, სადაც მოსახლეობას არ აქვს ბუნებრივი აირი  იქ მცხოვერები მოსახლეობისთვის სათბობი შეშის მოპოვების უფლებას ვაუჩერის სახით,  სატყეო დეპარტამენტი გასცემს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register