ჯეიხუნ ჩოვდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

yiz 1

მარნეულის „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს მაჟორიტაორიბის კანდიდატის ჯეიხუნ ჩოვდაროვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის ტატა შენგელაიას თქმით, საავადმყოფოში მყოფი ოთხი პიროვნებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ, ხოლო ორი მათგანი კვლავ რეამინაციაში რჩება.

„ოთხი პაციენტი შემოიყვენეს, ორი მათგანის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებია, რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთაც ქონდათ მუცლის ღრუს შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობები, მდომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფებიან“ – აღნიშნავს ტატა შენგელაია.

მაჟორიტარობის კანდიადატ, ჯეიხუნ ჩოვდაროვთან ერთად საავადმყოფოში მისი სიმამრი აზად ჩობანოვი და პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ვუგარ ბაირამოვი და ელმარ გუსეინოვი არიან მოთავსებული. წუხელ, დაახლოებით ღამის თერთმეტ საათსა და ოც წუთზე სოფელ ყიზილაჯლოდან „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკაში ხუთი დაჭრილი შეიყვანეს. მათგან ერთი, ანარ მამიშოვი სახლში მალევე გაწერეს, ხოლო ოთხი მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაშავებულებიდან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს დეპუტატის ისმაილ ბაირამოვის შვილია, მისი თქმით, ვუგარ ბაირამოვის მდგომარეობა დამაკლამყოფილებელია.

„არ ვიცი ვინ და რატომ ისროლა ჩემ შვილს, ამას მარტო გიჟი გააკეთებდა, შვილთან ვერ შევდივარ არ მიშვებენ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ის კარგად იქნება“ – ისმაილ ბაირამოვი.

სოფელ ყიზლაჯლოში იმყოფებოდა რადიო „მარნეულის“ კორესპოდენტი, ის ადგილობრივ მოახლეობას ესაუბრა, თუმცა მოსახლეობა მომხდარი ფაქტის შესახებ არ საუბრობს.

19 ოქტომბერს, მარნეულის მუნციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა და ისინი მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალის“ ფილიალში გადაიყვანეს. გვიან ღამით, მარნეულში შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე ჩავიდნენ. „ჯეო-ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“  მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შშს მისიტრი გიორგი მღებრიშვილი ყველას მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და ფაქტს პოლიტიკური სარჩული არ მიაკერონ.

მარნეულის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

yizilajlo yiz 7 yiz 7 yiz 6 yiz 5 yiz 3

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register