თოფჩიშვილის თქმით ქონება მემკვიდრეობით მიიღო
19 ოქტომბერს, “რეგინფოს“ ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის ქონების შესახე, რომლიდანაც ირკვევა , რომ მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში მდებარე 5 საცხოვრებელი ბინა, 4 ავტოსადგომი და 1 კომერციული ფართი იყიდა, რაშიც სულ 177 388 აშშ დოლარი გადაიხადა. დღეს დილით რადიო მარნეულს თავად დაუკავშირდა მერაბ თოფჩიშვილი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ მიწის ქონებები მემკვიდრეობით ერგო.
მან სოფელ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზეც ისაუბრა, თქვა, რომ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სწორედ მის კუთვნილებაში არსებულ მიწის ფართობზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, მან კი სანაცვლოდ ხელშეკულების საფუძველზე 1 კომერციული ფართი და საცხოვრებელი ბინები მიიღო. მემკვიდრეობას უკავშირებს გუდაურში მდებარე არასასოფლო დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთსაც.
მერაბ თოფჩიშვილი ქონების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უზუსტობას უკავშირებს, ხოლო საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსი გელა შაშიაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, მისივე თქმით, თუ მემკვიდრეობით მიიღო ქონება მითითებული უნდა იყოს დოკუმენტებში.
„რეგინფოს“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო ყოფილი გამგებლის ხელფასი და პრემიები. მან გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით 2016 წელს 39 750 ლარი მიიღო (აქედან, პრემია – 7950 ლარი), 2015 წელს კი 50 350 ლარი (მათ შორის, პრემიის სახით – 18 550 ლარი).
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments