“დემოკრატიულ გარემოში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში”, – იან კელი
“დემოკრატიულ გარემოში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში”, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გააკეთა, მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
“ეს საშინელი ინციდენტია. ჩვენ პროცესებს მონიტორინგს გავუწევთ. შსს-სთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ ატმოსფერო ძალიან კარგია. ყველა მოქალაქის მინტერესებშია არჩევნები დემოკრატიულ გარმეოში ჩატარდეს. სამწუხაროა, რომ ძალადობას აქვს ადგილი”, – განაცხადა საქართველოში აშშსელჩმა იან კელიმ გააკეთა, მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი.
მათ შორისაა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში ჯეიხუნ ჩოიდაროვი.როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.მარნეულში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
წყარო: netgazeti.ge
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments