„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი”- ანა ნაცვლიშვილი

0ფ

საქართველოს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ყიზილაჯლოში წუხელ მომხდარი დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული ეს ფაქტი ყველაზე უფრო მძიმეა, რადგან გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შს სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ყოფილიყო ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი მომხდარი შემთხვევის გამოძიება. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

წყარო:www.interpressnews.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register