N26 უბნის კართან “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი რომან ტაბატაძე დილიდან იმყოფება
სოფელ წერეთელში N26 საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა! პირველი ამომრჩეველი 8:04 წუთზე დაფიქსირდა. მიხეილ ხარშილაძე იმედოვნებს რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ კომისიის წევრს კომისიის თავმჯდომარე უბანზე არ უშვებდა, აღნიშნავდა რომ მარიამ დარბაიძე სიაში არ იყო!
N26 უბნის კართან “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი რომან ტაბატაძე და გამგებლის წარმომადგენელი წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა კუპრაშვილი უბნის გახსნის მომენტიდან იმყოფებიან.
უბანზე 1517 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის 35 ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაშია.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments