18 წლამდე ქორწინების აკრძალვის შესახებ მარნეულელების აზრი
ბოლო წლების მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა გოგონების ნაადრევი ქორწინების რიცხვით.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება. რეგისტრირებული ქორწინების 24% სწორედ არასრულწლოვან წყვილებზე მოდის.
ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გოგონებს იძულებითაც ათხოვებენ, ეს განსაკუთრებით ხშირია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში. მართალია, კანონმდებლობით იძულება ისჯება, მაგრამ ფაქტია, მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. მომავალ წელს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება შესაძლებელი, ხოლო 2017 წლიდან საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება.
როგორ აფასებენ მარნეულელები აღნიშნულს ჩვენ ქუჩის გამოკითხვით ვარკევევდით.
0 Comments