“ევროპული საქართველოს” აქტივისტი “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს ცემაში ადანაშაულებს

58 ubani

პარტია “ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ახმედ იმამკულიევმა, სოფელ ქვემო სარალში, 58-ე უბანზე მისვლის დროს განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ აქტივისტს, მუჰამედ ჰუსეინოვს, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, მირქაზიმ იაგუბოვი. იმამკულიევთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრების 58-ე უბანზე გამოჩენის შემდგომ ადგილზე ასევე მოვიდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი.  საარჩევნო კომისიის წევრებთან საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირეით ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ამავდროულად უარყოფს ამ ფაქტს.

შემდგომში ადგილზე ასევე მოვიდნენ პარლამენტის დეპუტატები პარტია “ქართული ოცნებიდან”. ეკა ბესელიამ და თამაზ ნავერიანმა ასევე უარყვეს ცემის ფაქტი და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდეს.

სოფელ ქვემო სარალში, 58-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის მშვიდი ვითარებაა.

რამოდენიმე წუთის წინ გიგა ბოკერიამ, ახმედ იმამკულიევმა და მუჰამედ ჰუსეინოვმა საჩივარი შეიანეს ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებაში.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე, რომელიც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოციდან ას ოთხმოცსაათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ანდა ტუსაღობით ვადითორ თვემდე.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register