იმამყულიევი ბესელიას ბრალდებებს “გაყალბებული დამკვირვებლის” შესახებ უარყოფს

beselia

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენელს საკუთარი იდენტიფიცირების გაყალბების ფაქტში ადანაშაულებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, ვინმე პიროვნება ნამიგ გოჯაევის პირადობით და ე.წ ბეიჯით იყო მარნეულის 55-ე უბანზე დამკვირვებლად , თუმცა სპეციალური პროგრამით ბეჯის შტრიხკოდის შემოწმებით აღოჩნდა რომ ეს ადმაიანი არის სხვა პიროვნება, კერძოდ ინტიზარ იბრაგიმოვი. როგორც ეკა ბესელია რადიო „მარნეულს“ აწვდის მასალას, სადაც ჩანს რომ ბეიჯის მიხედვით ეს ადამიანი არის საინფორმაციო სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელი.

ჩვენ ვიმყოფებოდით 55-ე საარჩევნო უბანზე,  კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში ფაქტი დაადასტურა. ადგილზე არ იმყოფებოდა ორგანიზაციის წარმოამდგენლები, რომლებმაც სპეციალური აპარატურის გამოყენებით გამოავლინეს ნამიგ გოჯაევი , როგორც ინტიზარ იბრაგიმოვი.

ჩვენ დავუკავშირდით „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევს, რომელიც ამტკიცებს რომ „ევროპული საქართველოს“ წარმოამდგენელი 55-ე უბანზე მხოლოდ რასიმ ისმაილოვია და პარტიას კავშირი არ აქვს ვინმე ნამიგ გოჯაევთან ან ინტიზარ იბრაგიმოვთან.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register