წინასწარი შედეგებით თემურ აბაზოვს ხმების 70,8% აქვს მიღებული

sss

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების საფუძველზე, მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, თემურ აბაზოვი 70,8%-ით ლიდერობს. მას მხარი 14 186 ამომრჩეველმა დაუჭირა.

მეორე ადგილზე გავიდა პარტია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი 16,89%. იმამკულიევის ამომრჩევლების რაოდენობა 3 384-ია.

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ რაგიმ ასკეროვს, მხარი ამომრჩეველთა 6,47%-მა დაუჭირა.

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზვიად შუბითიძემ ამომრჩევლების 2,43% ხმა მიიღო.

პარტია “გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატ იმდატ შარიფოვს 1,7%-მა დაუჭირა მხარი.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” კანდიდატ ვეფხია გურგენიშვილს მხარი 1,02%-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

ყველაზე ცოტა ხმა მერობის კანდიდატებს შორის, ქალმა კანდიდატებმა, “შენების მოძრაობის” მერობის კანდატმა, ლეილა მამედოვამ და პარტია “საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ლიანა მესტვირიშვილ-ბეჟანიშვილმა მიიღეს.

ლეილა მამედოვამ 0,57% ხოლო ლიანა მესტვირიშვილ ბეჟანიშვილმა 0,13%.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში სულ 89 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო პირველადი მონაცემები 52 უბნის მიხედვით შედგინდა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register