მარნეულის საკრებულოში 3 პარტია შევა

partiya

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები მარნეულში დასრულდა. მარნეულის ახალი მერი თემურ აბაზოვი იქნება. საკრებულო კი 3 პარტიისაგან დაკონპლექტდება. პარტია „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით საკრებულოში 11 დეპუტატით შევა. „ევროპული საქართველო“ მარნეულის საკრებულოში 3 წევრით, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1-ით შევა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის N1-მა კანდიდატმა, ამირან გიორგაძემ რადიო „მანრულთან“ საუბრისას განვლილი არჩევნები დადებითად შეაფასა.

ამირან გიორგაძისაგან განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის N1-მა კანდიდატმა, ახმედ იმამკულიევმა არჩევნები უარყოფითად შეაფასა და სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები უარყოფითად ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის N1-მა კანდიდატმა, რაგიმ ასკეროვმა შეაფასა.

მარნეულის საკრებულოში სულ 35 დეპუტატი შევა, აქედან 20 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სისტემით.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register